სამუშაო პროცესი

სამუშაო პროცესი

რას უნდა ელოდოთ ჩვენგან?

ვერიდაში ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს სტრუქტურირებულ და გამჭვირვალე სამუშაო პროცესს, რომელიც მოიცავს ოთხ მთავარ ეტაპს. თითოეული ეტაპი მიზნად ისახავს მაქსიმალურად ზუსტი, სასარგებლო და პრაქტიკული მონაცემების მიღებას, რომლებიც დაეხმარება თქვენს ბიზნესს სწორი მენეჯმენტის წარმართვაში

ჩვენს მიერ ჩატარებული ყოველი კვლევის დეტალები და შედეგები მკაცრად კონფიდენციალურია
საჭიროებების განსაზღვრა

ყველაფერი იწყება ბიზნესის საჭიროებების და გამოწვევების სიღრმისეული გაანალიზებით. ამ ეტაპზე, ჩვენ:

  • ვხვდებით კლიენტს, ვისმენთ მის მიზნებსა და მოლოდინებს.
  • ვამუშავებთ კვლევის მიზანს, ძირითად კითხვებსა და კვლევის საჭირო მეთოდებს.
  • ვადგენთ სამუშაო გეგმას, ვირჩევთ ყველაზე ეფექტურ მიდგომას მონაცემების შეგროვებისა და ანალიზისთვის.
მონაცემთა შეგროვება

ამ ეტაპზე, ჩვენ ვიწყებთ შერჩეული კვლევითი მეთოდების გამოყენებას, რათა მივიღოთ სანდო და მრავალფეროვანი ინფორმაცია. მონაცემთა შეგროვება შეიძლება მოიცავდეს:

  • საკვლევი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა ფოკუს ჯგუფები, გამოკითხვები, ინტერვიუები, მისტიური მომხმარებლები და სხვა.
  • ციფრული ანალიტიკისა და დიდი მონაცემების (Big Data) გამოყენებას, მომხმარებელთა ქცევის დეტალური შესწავლისთვის.
  • კონკურენტული ანალიზის და ინდუსტრიული მონაცემების შეფასებას, ბაზრის ტენდენციების გასაგებად.
ანალიზი და დასკვნები

შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ჩვენი გუნდი ახორციელებს დეტალურ ანალიზს, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ და ობიექტურ დასკვნებს. ამ ეტაპზე:

  • მონაცემები მუშავდება თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტებით და მეთოდებით.
  • იდენტიფიცირდება ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და განვითარების შესაძლებლობები
  • ვამზადებთ კვლევის დეტალურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს ვიზუალურ გრაფებს, დიაგრამებსა და განმარტებებს.
რეკომენდაციები და დანერგვა

ბოლო ეტაპზე, ჩვენ არა მხოლოდ გაწვდით ანალიტიკურ ანგარიშს, არამედ გეხმარებით მის პრაქტიკაში განხორციელებაში.

  • ვქმნით სტრატეგიულ რეკომენდაციებს, რომლებიც მორგებულია თქვენი ბიზნესის უნიკალურ მახასიათებლებზე.
  • ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მიღებული ინფორმაციის რეალურ შედეგებად გადაქცევაში.
  • საჭიროების შემთხვევაში, ვმუშაობთ კომპანიის შიდა ჯგუფებთან, რათა დახმარება გავუწიოთ რეკომენდაციების ეფექტურად დანერგვაში

გჭირდებათ თქვენი ბიზნესის ირგვლივ კვლევის ჩატარება?

უპირატესობები

რატომ უნდა გამოიყენოთ მკვლევარი კომპანიის მომსახურება ნაცვლად იმისა, რომ კვლევები თქვენით ჩაატაროთ

გამოცდილება და ექსპერტიზა

კვლევითი კომპანიები ფლობენ ცოდნას და იყენებენ მოწინავე მეცნიერულ მეთოდოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან შედეგებს და ანალიზს

ობიექტურობა და მიუკერძოებელი ხედვა

საკუთარი ბიზნესის კვლევის დროს ყველა კომპანიის მთავარი პრობლემა არის მიკერძოებულობა, რაც ხშირად რადიკალურად ცვლის მიღებულ შედეგებს

რესურსების და დროის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა

პროფესიონალური კვლევითი მომსახურება საშუალებას გაძლევთ ფოკუსირდეთ თქვენი ბიზნესის ზრდაზე

ბაზრისა და მომხმარებლის სიღრმისეული გაგება

ექსპერტები გთავაზობენ დეტალურ ანალიზს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ბიზნეს-სტრატეგიის შემუშავებაში

ჩვენ მალე დაგირეკავთ

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საიტი იყენებს ქუქი (Cookie) ფაილებს