ჩვენ ვართ ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც ვთვლით, რომ XXI საუკუნის ყველაზე ღირებული პროდუქტი ინფორმაციაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხარისხიანი და სიღრმისეული მონაცემთა ანალიზით ბიზნესები ბაზარზე დიდ უპირატესობას ეუფლებიან, ამიტომაც ჩვენი მთავარი პროდუქტი და სერვისი არის ინფორმაცია და მისი დამუშავება
მონაცემთა და ინფორმაციის ობიექტურობა და მაქსიმალური სიზუსტე სწორი ანალიზისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ამიტომაც კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია ისეთი მხარისგან, რომელსაც საკვლევ ობიექტთან ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.
ამიტომაც ბიზნესები პროდუქციის ან სერვისის კვლევისთვის ხშირად გარე კომპანიებს ქირაობენ, რომლებსაც კვლევების ჩატარების გამოცდილებაც აქვთ, და, ამავდროულად,შეუძლიათ პროდუქტი ან სერვისი შეისწავლონ მიკერძოებების გარეშე.
მსოფლიოში აღარ არსებობენ დიდი და წარმატებული კომპანიები, რომლებიც მონაცემების ანალიზის გარეშე ანვითარებენ თავიანთ ბიზნესს, ვერიდა ჯგუფში ვთვლით, რომ ქართული კომპანიები ამ ტენდენციას აუცილებლად უნდა აყვნენ