უზრუნველყოფს სიღრმისეულ და დეტალურ შეხედულებებს მომხმარებელთა აზრებზე, ემოციებზე და ქცევებზე.
დისკუსიის დინამიკა საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ისეთი შეხედულებები, რომლებიც ინდივიდუალურ გამოკითხვებში შეიძლება გამორჩეს
ბიზნეს კვლევების ყველაზე გამოცდილი და ტრადიციული მეთოდი
საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეაგროვოთ დიდი რაოდენობის მონაცემები ფართო აუდიტორიისგან.
მკვლევარები რეალურად აფასებენ მომსახურების ხარისხს მომხმარებლის თვალით.
ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ პრობლემები და გაუმჯობესების შესაძლებლობები უშუალოდ პრაქტიკაში
პირდაპირი უკუკავშირის კვლევა გეხმარებათ გაიგოთ არსებულ მომხმარებელთა საჭიროებები და მოლოდინები.
ეს მეთოდი ხელს უწყობს მომსახურების გაუმჯობესებას, გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ ბრენდის რეპუტაცია და გაზარდოთ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე
იძლევა დეტალურ ხედვას კომპანიის შიდა პროცესებზე, თანამშრომლების კმაყოფილებასა და ეფექტიანობაზე.
ეს მეთოდი ხელს უწყობს ოპტიმიზაციას და ორგანიზაციული განვითარებისთვის სწორი სტრატეგიის შექმნას.
უზრუნველყოფს მოქნილ და ინოვაციურ მიდგომას, რომელიც კონკრეტულ ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული.
ეს მეთოდი იძლევა უნიკალურ ხედვას და გამორჩეულ მონაცემებს, რომლებიც ტრადიციულ კვლევით მეთოდებს შეიძლება გამოეპაროთ.
გაეცანით ჩვენთვის ყველაზე ხშირად დასმული კითხვების პასუხებს, თუ თქვენთვის საინტერესო პასუხს ვერ იპოვით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონტაქტის გვერდიდან
ჩვენი ჯგუფი გამოიკვლევს მომხმარებლის თვალით დანახულ თქვენს პროდუქტს, სერვისს და ბრენდს.
ეს საშუალებას მოგცემთ უკეთესად დაინახოთ და ზოგჯერ აღმოაჩინოთ კიდევაც თქვენი ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებზეც მანამდე
კვლევის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი დამკვეთს მიღებულ შედეგებს პრეზენტაციის სახით წარუდგენს. ამასთან ერთად, ჩვენ ვამზადებთ და ვაგზავნით ციფრულ რეპორტებს. როგორც წესი, კვლევებისგან მიღებული შედეგები იყოფა ორ ნაწილად, კვანტიტატურ და კვალიტატურ, ანუ რაოდენობრივ და არარაოდენობრივ შედეგებად, შესაბამისად მზადდება PDF და XLSX ფორმატების მოხსენებები, სადაც კვლევის ფარგლებში მიღებული ყველა ინფორმაცია და შედეგი იქნება ასახული
ჩვენი გუნდი მონაცემთა დამუშავების და ვერიფიკაციის მეცნიერულ მეთოდებს იყენებს, ამაში ჩვენ გვეხმარება მაღალი ხარისხის საკვლევი სუბიექტების და ობიექტების შერჩევა, ერთი მეთოდით მიღებული ინფორმაციის მეორე და მესამე მეთოდით ვერიფიკაცია, ხარისხის კონტროლი და გამჭვირვალობა
კვლევების უმრავლესობა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, როგორც წესი, მთლიანი პროცესი 2 დან 6 კვირამდე დროის პერიოდს მოითხოვს
გამომდინარე იქიდან, რომ კვლევები თითქმის ყოველთვის განსხვავებულ რესურსს და ძალისხმევას მოითხოვს, მათ ფიქსირებული ტარიფები არ გააჩნიათ. თქვენთვის საინტერესო კვლევის ფასის დადგენაში ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ
გვიხარია, რომ ჩვენმა სერვისმა დაგაინტერესათ!
წარმომადგენელთან სასაუბროდ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონტაქტის გვერიდან ან დაგვირეკოთ ნომერზე 592 10 10 18